Friday, June 8, 2012

რამდენი გეძებე, სადა ხარ... უშენოდ, რამდენი ვიარე... მე. წარსულს აწმყოში დავმარხავ... და იმედს ავაფრიალებ... და ისევ გარბიან, წუთები... და წლებიც, გავლიე უშენოდ... მე ისევ, ძველ დროში ვბრუნდები... და ვცდილობ, რამეთი ვუშველო... რამდენი წუთია, წყენამდე... ვინ იცის, რამდენი დარდი ვარ... და მაინც, შორია შენამდე... და ისევ, უშენოდ დავდივარ... არ ვიცი, რამდენი წელია... ქარივით გავთელე ქუჩები... ეს გულიც, უშენოდ ძველია... და კოცნაც, მაგ შენი ტუჩების... და თითქოს, რაღაცა მაკლია... და გულიც, სიყვარულს მპირდება... სიცოცხლე,, ეს ჩემი ნაკლია... და მაინც, ეგ კოცნა მჭირდება..

No comments:

Post a Comment